ჯო ბაიდენმა უკრაინაში ომთან დაკავშირებით სიტყვა „გენოციდი“ ახსენა

13 აპრილი 2022, 10:02 985 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაზის ტარიფის ზრდაზე საუბრისას უკრაინაში მიმდინარე ომი გენოციდად შეაფასა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

„თქვენი ოჯახის ბიუჯეტი, თქვენი საწვავის ავზის ავსების შესაძლებლობა, არც ერთი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გამოაცხადებს თუ არა დიქტატორი ომს და ჩაიდენს თუ არა გენოციდს ნახევარი მსოფლიოს მოშორებით“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკელებისადმი მიმართვისას.

მისივე თქმით, პუტინის მიერ ფასის გაძვირებასთან დაკავშირებით, ნებადართული ნავთობის სტრატეგიული რეზერვებიდან დღეში ერთი მილიონი ბარელის მოხმარების განკარგულებას გასცემს.

ბაიდენის განცხადებით, 30-მა ქვეყანამ საკუთარი რეზერვებიდან 60 მილიონი ბარელი ნავთობი გამოყო, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს ნავთობზე რუსეთის მიერ გამოწვეულ ფასის ზრდას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი