პუტინის ბარბაროსულ სარისკო ქმედებას წარმატების უფლება არ უნდა მივცეთ, - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა სოციალურ ქსელში დაწერა.
"ჩვენი ერთობლივი ყურადღება რჩება პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაზე თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, - აცხადებს ბორის ჯონსონი.
ჯონსონი ასევე ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დეტალებზე აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ესაუბრა.