იაპონიამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

12 აპრილი 2022, 10:22 1802 ნახვა

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა და შავ სიაში რუსეთის 398 მოქალაქე შეიყვანა, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის ორი ზრდასრული შვილი, კატერინა ტიხონოვა და მარია ვორონცოვა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სანქციები ასევე დაუწესდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებს.

უკრაინაში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებიდან, იაპონიამ უკვე რამდენჯერმე გააფართოვა სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი