რუსეთს უკრაინელი ერის გაქრობა სურს - დუდა

07 აპრილი 2022, 14:52 709 ნახვა

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა  უკრაინის ქალაქ ბუჩაში განხორციელებულ ხოცვა-ჟლეტას გენოციდს უწოდებს.

ტელეკომპანია სი-ენ-ენთან ინტერვიუში  პოლონეთის ლიდერი  კრემლის მთავარ მიზანს ასახელებს და ამბობს, რომ მას  უკრაინული ერის გაქრობა სურს.

რუსული აგრესიის საფრთხე პოლონეთსაც ემუქრება - აღიარებს დუდა და  პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ დამატებითი უფრო მკაცრი სანქციების  დაწესებას მოითხოვს.

დუდა მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს უკრაინის ხელისუფლებას და უკრაინელ ხალხს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი