ლუგანსკიდან მოსახლეობის ევაკუაცია რუსი სამხედროების სროლის ქვეშ განხორციელდა

02 აპრილი 2022, 20:39 1163 ნახვა

ლუგანსკის ოლქიდან დღეს 2700-მდე ადამიანის ევაკუირება შეძლეს, უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით, ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი ავრცელებს.

341 ადამიანი გაიყვანეს სევეროდონეცკიდან, დაახლოებით 1 800 ლისიჩანსკიდან და მიმდებარე ქალაქებიდან. გაიდაის თქმით, ევაკუაცია რუსი სამხედროების სროლის ქვეშ განხორციელდა. „ევაკუაციის დროს რუსები განზრახ ისვრიან და უახლოვდებიან შეკრებილ ადგილებს, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა“ - განაცხადა გაიდაიმ. მათთვის ვისაც ჯერ ტერიტორია არ დაუტოვებია, რამდენიმე ტონა ჰუმანიტარული დახმარება მიიტანეს.

მოსკოვში უკრაინაში ომის საწინააღმდეგო მცირე აქცია გაიმართა, პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა, მათ შორის კაცი, რომელსაც ხელში შაშხის შეკვრა ეჭირა.

ატრაქციონების პარკი გაანადგურეს რუსმა სამხედროებმა ხარკოვში.

ომში მომუშავე უკრაინელი ფოტოჟურნალისტი მაქს ლევინი მოკლული იპოვეს. არსებული ცნობებით, ლევინი ადგილობრივმა პოლიციამ გუშინ კიევის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში  ხანგრძლივი ძებნის შემდეგ იპოვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი