ომის 38-ე დღე უკრაინაში

02 აპრილი 2022, 11:43 1114 ნახვა

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშუკმა განაცხადა, რომ გუშინ, უკრაინის ქალაქებიდან 6266 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. აღნიშნულ რიცხვში ის 1431 ადამიანიც შედის, რომლებიც ბერდიანსკიდან და მელიტოპოლიდან, საკუთარი ავტომობილებით, საევაკუაციო დერეფნების გავლით, უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ქალაქ ზაპოროჟიეში გადავიდნენ, ვერეშუკის თქმით მათ შორის 771 ადამიანი მარიუპოლიდან იყო. ამასთან, ოფიციალური პირის თქმით, ზაპოროჟიედან ბერდიანსკში 10 ავტობუსი ჩავიდა, რომელთაც 80 ტონა ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს.  უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესის გუბერნატორის მაქსიმ მარჩენოს მტკიცებით, გვიან ღამით სამი რუსული რაკეტა საცხოვრებელ უბანს მოხვდა, რამაც მსხვერპლი გამოიწვია. მისი თქმით, რაკეტები სამხრეთით, მოსკოვის მიერ ანექსირებული ყირიმიდან იყო გასროლილი. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის მოტომსროლელი ბატალიონის კიდევ ერთი მეთაური ლიკვიდირებულია. რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს ჩერნიგოვის ონკოლოგიურ საავადმყოფოს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. გვიან ღამით რუსმა სამხედროებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს დნეპროპეტროვსკის რეგიონზე, ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ტელეგრამ არხზე ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი