რუსეთის პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრს შორის ახლა მუდმივი დაძაბულობა შეინიშნება. ამის შესახებ ნიუ-იორკ თაიმსი წერს. გამოცემის თანახმად, ვლადიმირ პუტინს თანაშემწეები უკრაინაში რუსული შეიარაღებული ძალების რეალური დანაკარგების შესახებ ინფორმაციას უმალავდნენ.
ასეთმა დეზინფორმაციამ კი უნდობლობა გააჩინა და დაძაბულობა გააძლიერა პუტინსა და შოიგუს შორის, რომელიც ოდესღაც კრემლის ერთ-ერთი ყველაზე სანდო მაღალჩინოსანი იყო.
უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსული არმიის რეალური შედეგების შესახებ სიმართლეს უმალავენ რუსეთის პრეზიდენტს მისი თანაშემწეები - წერს ასოშეიტედ პრესიც.
ამერიკულ დაზვერვაზე დაყრდნობით გამოცემა აღნიშნავს, რომ ვლადიმირ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომში ახალწვეულთა მონაწილეობისა და მათი დაღუპვის შემთხვევებიც დაუმალეს.
პუტინმა დასავლეთის სანქციების მიერ რუსეთის ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალის მასშტაბებიც არ იცის - ირწმუნება ამერიკული გამოცემა.