პუტინს საერთაშორისო სასურსათო კრიზისის პროვოცირებაში ადანაშაულებენ

30 მარტი 2022, 14:59 935 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტს საერთაშორისო სასურსათო კრიზისის პროვოცირებაში ადანაშაულებენ. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვენდი შერმანმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ  რუსეთის პრეზიდენტი პასუხისმგებელია საერთაშორისო სასურსათო კრიზისის შექმნაში. მისი თქმით, აგრესორმა ქვეყანამ ახლა სურსათით დატვირთული 94 გემი დაბლოკა, რომლებსაც ეს სურსათი მსოფლიო ბაზრისთვის უნდა  მიეწოდებინათ. კიდევ სულ მცირე 3 სამოქალაქო სატვირთო ხომალდზე სარაკეტო  იერიში მიიტანა. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით,  შავი ზღვის რეგიონში მზესუმზირის ზეთის 75%-ის,  ხორბლის 30% -ისა და მარცვლეულის 20 %-ის მსოფლიო ექსპორტი ხორციელდება.

თუ კი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი  ახლავე  არ შეწყდება, მას შესაძლოა საერთაშორისო სასურსათო კრიზისი და შიმშილი მოჰყვეს. 

ყველაზე სერიოზული შედეგები საგრძნობი უკვე 2023 წლისთვის  იქნება - აცხადებს აგრარული ბიზნესის უკრაინული კლუბის პრეზიდენტი ალექს ლისიტსა.

უკრაინაში ომი მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებასაც დააზარალებს - აცხადებს გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის  აღმასრულებელი დირექტორი  დევიდ ბიზლი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი