მიკოლაევის ადმინისტრაციულ შენობაზე ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა - დაშავდა 33 ადამიანი

30 მარტი 2022, 10:48 977 ნახვა

მიკოლაევის ადმინისტრაციულ შენობაზე ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა.

ბოლო ინფორმაციით, 33 ადამიანი დაშავდა, 18 ადამიანი კი ნანგრევებიდან ამოიყვანეს. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს.

სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება და ნანგრევებში მოყოლილ მოქალაქეებს ისევ ეძებენ.

ჭურვი 9 სართულიან შენობას მოხვდა. კორპუსის ცენტრალური ნაწილი მთლიანად დაინგრა.

რუსმა თავდამსხმელებმა მიკოლაევის ოლქის ადმინისტრაციის შენობა 29 მარტს, დილით დაბომბეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი