რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადება

29 მარტი 2022, 11:19 745 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი აცხადებს, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნები მიღწეული იქნება, თუმცა იქ მოვლენათა ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში ბირთვული იარაღის გამოყენების მიზეზი არ არსებობს.

დმიტრი პესკოვმა ამერიკულ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებისას პრეზიდენტმა პუტინმა ყველა ნათლად გააფრთხილა კონფლიქტში არ ჩარეულიყვნენ.

ჟურნალისტის შეკითხვას, გულისხმობდა თუ არა პუტინი, რომ მესამე ქვეყნების ჩართვის შემთხვევაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, პუტინის პრესმდივანმა უპასუხა, რომ ასე არ ფიქრობს.

როგორც თქვა, პრეზიდენტისგან იყო გაფრთხილება, რომ არავინ ჩარეულიყო. კრემლის პრესმდივნის თანახმად, თუ ეს მოხდება, რუსეთს აქვს საშუალებები და შესაძლებლობები, რათა აღკვეთოს და დასაჯოს ისინი, ვინც ამას შეეცდებიან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი