რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ხვალ სტამბულში გაიმართება

28 მარტი 2022, 21:23 794 ნახვა

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი თურქეთში გაიმართება. 

უკრაინა-რუსეთის დელეგაციებს შორის მორიგი მოლაპარაკებები სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოლაპარაკებები 29 მარტს დილის 10:00 საათზე დაიწყება. 

თურქული მხარის ინფორმაციით, შეხვედრა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც შუამავალი ქვეყნის პრეზიდენტი რუსეთის ლიდერს ტელეფონით ესაუბრა. ოფიციალური ანკარა იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტით დასრულდება.

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდები ბელარუსში მიმდინარეობდა, თუმცა შემდეგ პროცესი ვიდეოკავშირის ფორმატში გაგრძელდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში