"Carlsberg"-ი და "Heineken"-ი რუსულ ბაზარს ტოვებენ

28 მარტი 2022, 18:32 1016 ნახვა

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ლუდსახარში კონცერნი "Carlsberg"-ი რუსეთში საკუთარ აქტივებს გაყიდის და რუსულ ბაზარს დატოვებს, - ამის შესახებ განცხადება კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კომპანიის განცხადებით, აქტივების სრულ გაყიდვამდე კომპანია მუშაობას არ შეწყვეტს და რუსეთში დასაქმებულ 8 400 თანამშრომელს ხელფასს გადაუხდის, თუმცა ამ პერიოდში მიღებული კომპანიის მოგება საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაეცემა.

"მივიღეთ რთული და აუცილებელი გადაწყვეტილება, რათა მოვახდინოთ რუსეთში არსებული ჩვენი ჰოლდინგის ქვეყნიდან სრული გაყვანა. ამ პროცესის დასრულების შემდეგ, ჩვენ აღარ ვიქნებით რუსეთში", - აღნიშნულია კონცერნის განცხადებაში.

"Carlsberg" ფლობს 140 ბრენდს, მათ შორის "Carlsberg", "Tuborg", "Kronenburg", "Baltika" და სხვა. პროდუქცია 150-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ბაზარი დატოვა ჰოლანდიურმა ლუდის მწარმოებელმა კომპანიამ "Heineken"-მა.

ჰოლანდიური კონცერნი აცხადებს, რომ 2022 წლის ბოლომდე, თანამშრომლებს ხელფასები შეუნარჩუნდებათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი