რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი თურქეთში გაიმართება

27 მარტი 2022, 21:04 924 ნახვა

რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი თურქეთში გაიმართება. შესაბამის განცხადებას Facebook-ზე ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე, უკრაინული დელეგაციის წევრი დავით არახამია ავრცელებს.

დავით არახამიას განცხადებით, გადაწყვეტილება ვიდეო ფორმატში მოლაპარაკებისას მიიღეს, მოლაპარაკებები 28-30 მარტს ჩატარდება.

მისივე თქმით, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში