პოლონეთში ჯო ბაიდენის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დაიწყო

26 მარტი 2022, 19:08 990 ნახვა

პოლონეთში ჯო ბაიდენის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დაიწყო - აშშ-ის პრეზიდენტი პოლონელ კოლეგასთან, ანჯეი დუდასთან ორმხრივ მოლაპარაკებებს მართავს. მანამდე კი ჯო ბაიდენი, აშშ-ის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინელ კოლეგებს დმიტრო კულებასა და ოლექსი რეზნიკოვს 2+2-ზე ფორმატში შეხვდნენ.

 უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა ტვიტერზე ვარშავაში გამართული მოლაპარაკებებიდან ფოტო გამოაქვეყნა.  

საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, ენტონი ბლინკენთან და ლოიდ ოსტინთან მოლაპარაკებები ეძღვნება "პრაქტიკული გადაწყვეტილებების მოძიებას როგორც პოლიტიკურ, ასევე თავდაცვის სფეროებში, რათა გააძლიეროს უკრაინის უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის აგრესიას".

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი