ბრიუსელში NATO-ს სამიტი დასრულდა. რამდენიმე საათის განმავლობაში ლიდერები დახურულ კარს მიღმა განიხილავდნენ უკრაინის მხარდაჭერის საკითხს. წევრმა ქვეყნებმა პოზიციები შეაჯერეს.
აღარასდროს გვითხრათ, რომ ჩვენი არმია ვერ პასუხობს სტანდარტებს, - ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს სამიტს.
ზელენსკის თქმით, უკრაინამ აჩვენა რა შეუძლია მათ სტანდარტებს და რამდენის მიცემა შეუძლია მას ევროპისა და მსოფლიოს საერთო უსაფრთხოებისთვის. მისი თქმით, უკრაინა ელის რეალურ მოქმედებებს და უსაფრთხოების რეალურ გარანტიებს.