ქობულეთის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე ღია საჯარო კონკურსში 3 გამარჯვებული პირი გამოვლინდა. მათი დანიშვნის ბრძანებას, ქობულეთის მერმა ხელი მოაწერა.
კონკურსი ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის, ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელის, ინფრასტრუქტურის და ინსპექტირების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე იყო გამოცხადებული.
კონკურსში 28 პირი მონაწილეობდა, მე-2 ეტაპზე 7-კანდიდატი გადავიდა, მათგან სამი შეარჩიეს.