ხერსონში მშვიდობიანი აქციის დასაშლელად რუსმა სამხედროებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს - უკრაინული მედია

22 მარტი 2022, 16:20 852 ნახვა

ხერსონში მშვიდობიან აქციაზე გამოსული მოსახლეობის დასაშლელად რუსმა სამხედროებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ხერსონში უკრაინის მხარდასაჭერად და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ აქციები რეგულარულად იმართება.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ,,სვობოდას'' მოედანზე, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე გასულ მომიტინგეებს ყუმბარები დაუშინეს და ცეცხლი გაუხსნეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი