ბელარუსში მოქალაქეები უკრაინისკენ მიმავალ რუსულ მატარებლებს აჩერებენ და საბრძოლო ტექნიკას აზიანებენ - ფრანაკ ვიაჩორკა

21 მარტი 2022, 16:59 971 ნახვა

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას უფროსი მრჩევლის, ფრანაკ ვიაჩორკას განცხადებით, ბელარუსში მოქალაქეები უკრაინისკენ მიმავალ რუსულ მატარებლებს აჩერებენ და საბრძოლო ტექნიკას აზიანებენ.

"ბელარუსი პარტიზანების მიწაა. ჩვენი გმირები აჩერებენ რუსულ მატარებლებს, აზიანებენ აღჭურვილობას და ბელარუს ჯარისკაცებს უკრაინაში ომის შესახებ ბროშურებს ურიგებენ, რათა ისინი უკრაინაში საბრძოლველად არ წავიდნენ. უკრაინა გაიმარჯვებს, გათავისუფლდება ბელარუსიც “, – წერს ვიაჩორკა Twitter-ზე.

ბელარუსს რუსეთის დახმარებისა და მხარდაჭერის გამო არაერთმა ქვეყანამ სანქციები დაუწესა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი