პუტინის გეგმა „ბ“ 

21 მარტი 2022, 14:42 908 ნახვა

პუტინი უკრაინასთან ომში გეგმა “ბ”-ზე გადადის - ასე ასათაურებს გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal სტატიას უკრაინა-რუსეთის ომის შესახებ. 

კიევის დაკავების წარუმატებელი მცდელობების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი იძულებულია შეცვალოს  ტაქტიკა და  მთავარი  ტერიტორიული მიზნების დაცვის სტრატეგიაზე  გადადის, შესაბამისი ბერკეტების ძიებაშია, რათა ბლოკგარეშე სტატუსზე დაითანხმოს.  ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ აშშ-ის ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოცემის თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალების ეფექტურმა თავდაცვამ აიძულა პუტინი, შეეცვალა მისი ტაქტიკა. ახლა რუსეთის პრეზიდენტს სურს, აიძულოს კიევი, დაეთანხმოს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიებზე. ანონიმური პირი ამბობს, რომ რუსეთს სურს, შექმნას „სახმელეთო დერეფანი“ ქვეყნის დასავლეთსა და 2014 წელს ანექსირებულ ყირიმს შორის, ასევე გააფართოოს კონტროლი დონბასზე.  

იმ შემთხვევაში, თუ პუტინის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მაშინ აშშ-ის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსეთი შეეცდება, შეინარჩუნოს მისი რეგულარული ჯარების მიერ ოკუპირებული სრული ტერიტორია და ესკალაცია გააგრძელოს. მისი თქმით, ალყაში მოქცეული ქალაქების მცხოვრებლებისთვის ეს ნიშნავს რუსეთის არმიის მხრიდან სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმებს კვირების და შესაძლოა, თვეების განმავლობაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი