ცნობილი ხდება, რომ რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს ხანდაზმულთა სახლს - არის მსხვერპლი

20 მარტი 2022, 18:28 1213 ნახვა

ლუგანსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ 11 მარტს რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ კრემენაიაში ხანდაზმულთა სახლს, რასაც 56 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ გაიდაი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მისი განცხადებით, სამხედროებმა ხანდაზმულთა სახლს ტანკი მიაყენეს და ცეცხლი გახსნეს. მოხუცებულთა სახლში მყოფი პირებიდან გადარჩა 15 მოხუცებული, რომლებიც ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის თქმით, რუსმა სამხედროებმა ქალაქ სვატოვოში გადაიყვანეს.

რუსი ოკუპანტები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იერიშებს სხვადასხვა მიმართულებით აგრძელებენ.  რუბეჟნიში დაბომბვას სამი ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 2 ბავშვია. 

საჰაერო იერიშების შედეგად დაინგრა 24 სახლი. ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს სუმის რეგიონზეც, ასევე ცეცხლი გაუხსნეს ჩერნიგოვში მდებარე საავადმყოფოს. ქალაქი ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გარეშეა დარჩენილი.

ღამით სახლები იბომბებოდა ხარკოვშიც. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, სულ მცირე მილიონ ნახევარი ბავშვი ლტოლვილი გახდა, - ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში