შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში ისეთი წინსვლა, როგორიც დაგეგმილი ჰქონდა, ვერ განახორციელა. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა და თქვა, რომ რუსებმა უკრაინაში შეჭრისას, ბევრი სერიოზული შეცდომა დაუშვეს.