ომის დაწყებიდან, რუსეთმა უკრაინას 1 080 რაკეტა ესროლა, თუმცა რუსეთის წინსვლა შეჩერებულია - ამის შესახებ პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. მათი ცნობით, რუსული ჯარების წინსვლა შეჩერებულია ყველა მიმართულებით: ისინი რჩებიან კიევის აღმოსავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით, 30 კილომეტრში, მაგრამ დედაქალაქს ვერ უახლოვდებიან.
კიევთან ერთად ოკუპანტები ვერ მიუახლოვდნენ ხარკოვს. მათივე ინფორმაციით, ჩერნიგოვი და მარიუპოლი იზოლირებულია, მაგრამ უკრაინელები აგრძელებენ წინააღმდეგობას. ნიკოლაევში რუსეთის ჯარები უკრაინელებს დაუპირისპირდნენ და ქალაქში შესვლაში ხელი შეუშალეს. პენტაგონის ცნობით, ზღვიდან ახალი მანევრებიც არ შეინიშნება.მათივე შეფასებით, რუსეთის სამხედრო ჯგუფს ჯერ კიდევ აქვს ომის დაწყებამდე შეგროვებული ძალებისა და საშუალებების დაახლოებით 90%-ი.