„მინდა ახლა ყველამ მომისმინოს, განსაკუთრებით მოსკოვში. შეხვედრის დროა!“ - ზელენსკის ახალი ვიდეომიმართვა

19 მარტი 2022, 13:29 1225 ნახვა

„მინდა ახლა ყველამ მომისმინოს, განსაკუთრებით მოსკოვში. შეხვედრის დროა, საუბრის დროა, დროა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სამართლიანობა აღდგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის დანაკარგი იმდენად დიდი იქნება, რომ რამდენიმე თაობა არ იქნება საკმარისი მის აღსადგენად“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის მორიგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინის მხარე ყოველთვის დაჟინებით ითხოვდა მოლაპარაკებებს. მისი თქმით, ომი უნდა დასრულდეს.

ამასთან, ზელენსკიმ დასძინა, რომ იგი აპირებს გააგრძელოს სხვადასხვა სახელმწიფოებისთვის მიმართვა.

მისი თქმით, „მსოფლიოს ესმის უკრაინის პოზიცია“.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი