აგვისტოს ომის შემდეგ მსოფლიო ლიდერებმა  რუსეთს სანქციები არ დაუწესეს - ღარიბაშვილი 

17 მარტი 2022, 16:12 1167 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის მიმართ არავითარი სანქციები არ იქნა დაწესებული, მაშინდელი მსოფლიო ლიდერების მხრიდან. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან მათეუშ მორავიეცკთან გამართულ შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა. 

''ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი დღეს არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ, რუს ჯარისკაცებთან ერთად ჩვენს ტერიტორიაზე. მე მინდა, აქვე სინანულით გავიხსენო და შევახსენო ყველას, რომ სამწუხაროდ, აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის მიმართ არავითარი სანქციები არ იქნა დაწესებული, მაშინდელი მსოფლიო ლიდერების მხრიდან. მე აქვე მინდა, გავიხსენო პრეზიდენტი კაჩინსკი, რომელიც მაშინ ხმამაღლა მოუწოდებდა დასავლელ ლიდერებს, მიეღოთ მკვეთრი და თამამი გადაწყვეტილებები საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.

რაც ჩვენ ვნახეთ აგვისტოს ომის შემდეგ, ჩვენ ვნახეთ განახლებული პოლიტიკა რუსეთის მიმართ, ახალი სავაჭრო ეკონომიკურ პროექტები და არავითარი სანქცია სამწუხაროდ. უფრო მეტიც, სამწუხაროდ, მაშინდელმა ჩვენმა ქართულმა ხელისუფლებამაც კი არ დაუწესა სანქციები რუსეთს. მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა, ომის შემდეგ სამწუხაროდ, რუსეთის სახელმწიფო კომპანიებს გადასცა, მიჰყიდა სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები და ასევე მოუხსნა ცალმხრივად სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს და მხარი დაუჭირა რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, ეს მოხდა ომის შემდეგ. შედეგად საქართველო დღესაც ოკუპირებულია სტატუსკვო არ შეცვლილა, ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული.

ჩვენ ყოველდღე რეჟიმში გვიწევს გამკლავება ოკუპაციასთან, გამოწვევასთან, რომელიც დაკავშირებულია ბორდერიზაციასთან, ჩვენი მოქალაქეების გატაცება, მათი ციხეებში ჩასმა მიმდინარეობს, სამწუხაროდ, გვაქვს ბევრი ტრაგიკული ფაქტებიც, მათი მოკვლის თუ გარდაცვალების. ეს არის ის რეალობა, რომელიც არის შექმნილი ჩვენს ქვეყანაში აგვისტოს ომის შემდეგ. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რამხელა ტრაგედია მიმდინარეობს ახლა უკრაინაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი