ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი დაამტკიცა

15 მარტი 2022, 13:05 1056 ნახვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების მეოთხე პაკეტის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპული საბჭო ავრცელებს.

ევროპული საბჭოს განცხადებით, სანქციების მეოთხე პაკეტი შემდეგ ზომებს მოიცავს:

ტრანზაქციების აკრძალვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ გარკვეულ საწარმოებთან;

 

საკრედიტო რეიტინგის სერვისის მიწოდების აკრძალვა;

 

რუსეთის თავდაცვისა და სამრეწველო ბაზასთან დაკავშირებულ პირთა სიის გაფართოება, რომლებზეც დაწესებულია ექსპორტის უფრო მკაცრი შეზღუდვები ორმაგი დანიშნულების საქონელთან და ტექნოლოგიასთან დაკავშირებით;

 

რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში ახალი ინვესტიციების აკრძალვა, აგრეთვე ენერგეტიკული ინდუსტრიის აღჭურვილობის, ტექნოლოგიებისა და სერვისების ექსპორტის ყოვლისმომცველი შეზღუდვის დაწესება;

 

სავაჭრო შეზღუდვები რკინისა და ფოლადის, ასევე ფუფუნების პროდუქციის მიმართ.

„სანქციების ეს მეოთხე პაკეტი კიდევ ერთი დიდი დარტყმაა იმ ეკონომიკურ და ლოგისტიკური ბაზაზე, რომელსაც რუსეთი ეყრდნობა უკრაინაში შეჭრის განსახორციელებლად. სანქციების მიზანია, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შეაჩეროს ეს არაადამიანური და უაზრო ომი“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი