ომი უკრაინაში - მეოცე დღე

15 მარტი 2022, 10:52 842 ნახვა

კიევში დილით მომხდარი დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.  ინფორმაციას  კიევის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მთავარი სამმართველოს პრესმდივანი  „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს. მისი  განცხადებით, 35 ადამიანის გადარჩენა და ევაკუაცია მოხერხდა, ერთი ადამიანი კი ჰოსპიტალიზებულია.

გამთენიისას ადგილობრივი დროით დილის 5 საათზე კიევის  ცა  განათდა, რასაც  ძლიერი აფეთქების ხმა მოჰყვა. ჯერ-ჯერობით უცნობია იყო ეს დასახული სამიზნის განადგურება თუ  ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიერ   მტრის შეტევის მოგერიება. 

მოსკოვი 24 თებერვალს უკრაინაში შეიარაღებული შეჭრის შემდეგ ჯერ  ისევ  ვერ აკონტროლებს  უკრაინის  10 მსხვილი ქალაქიდან ვერც ერთს.  ეს თავდასხმა ყველაზე ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებებია ევროპის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

კრემლი უკრაინაში მის მოქმედებებს  სპეცოპერაციას უწოდებს და ამოცანად  ამ ქვეყნის დენაციფიკაციას ასახელებს. 

ოკუპანტები კიევისკენ იწევიან, თუმცა  დედაქალაქის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა დღემდე ვერ მოახერხეს  იმის  მიუხედავად, რომ დედაქალაქის გარეუბნებში მდებარე ქალაქები მიწასთან გაასწორეს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი