უკრაინის მხარდამჭერი პროექტი დიდ ბრიტანეთში

15 მარტი 2022, 10:48 563 ნახვა

დიდმა ბრიტანეთმა ეროვნული  პროექტი ჩაუშვა, რომელიც  ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ომს გამოქცეული  უკრაინელები საკუთარ სახლებში შეიფარონ.   ასეთია პრემიერ- მინისტრ ბორის ჯონსონის მთავრობის   რეაქცია რუსულ აგრესიაზე. 

ჯონსონის მთავრობა კრიტიკის ქარცეცხლში  მას შემდეგ მოექცა, როცა ომის პირველივე დღეებში  უკრაინელ   ლტოლვილთა  მიღებაზე გარკვეული შეზღუდვები დააწესა. 

ბრიტანელებისთვის ჩაშვებული ახალი ვებგვერდი   სახელწოდებით „სახლები უკრაინელებისთვის“  ორშაბათიდან ამოქმედდა. ბრიტანელებს ლტოლვილთა მიღების და დაბინავების სურვილის შემთხვევაში ამ   გვერდზე დარეგისტრირება შეუძლიათ.

მთავრობა  ინ მოქალაქეებს, რომლებიც მზად არიან  ლტოლვილებს  ოთახი ან სხვა უძრავი ქონება დაუთმონ,  ყოველთვიურად მინიმუმ 6 თვის ვადაში 460 დოლარს მიიღებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი