 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში 15 დასახლებულ პუნქტისკენ გაისროლეს. რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით, სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა. ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
არსებული ინფორმაციით, დაზიანდა 37-მდე ობიექტი, რომელთა უმრავლესობა საცხოვრებელი კორპუსებია.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მარიუპოლზე მუდმივი საჰაერო თავდასხმები გრძელდება, ადამიანები თავშესაფარის დატოვებას ვერ ახერხებენ.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            