ხაზი, რომელიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგიით ამარაგებს, რუსმა ოკუპანტებმა კვლავ დააზიანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია "უკრენერგოზე" დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე განცხადებით, მიზეზი ის გახდა, რომ "უკრენერგო" მას დროზე ადრე არემონტებდა.
"გუშინ „უკრენერგოს“ სარემონტო ჯგუფმა შეაკეთა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც კვებავს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს და ქალაქ სლავუტიჩს. 19:07 საათზე დაიწყო ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ინფრასტრუქტურისა და ქალაქ სლავუტიჩის ელექტრომომარაგების აღდგენა. თუმცა, ამ სამუშაოების დასრულება ვერ მოხერხდა, რადგან დამპყრობლებმა მალევე ისევ დააზიანა ხაზი“,- აღნიშნეს „უკრენერგოს“ პრესსამსახურში.
დღეს დილით უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტრომომარაგება განახლდა.
გალუშენკოს თქმით, საჭიროა, რუსმა ჯარისკაცებმა ატომური სადგური დატოვონ და უკრაინის ბირთვული ობიექტების ირგვლივ 30-კილომეტრიანი დემილიტარიზებული ზონა შეიქმნას.
უკვე ორ კვირაზე მეტია ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის 100-ზე მეტი თანამშრომელი, დაწესებულებაში ჩაკეტილია.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში მომუშავე ადამიანები ფსიქოლოგიური და ფიზიკური წნეხის ქვეშ არიან.