რუსეთის მიერ წარმოებული ომის შედეგად უკრაინაში 90 ბავშვი გარდაიცვალა და 100 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს.
მათივე განმარტებით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა და ყველაზე მეტი დაშავებული კიევის, ხარკოვის, დონეცკის, ჩერნიგოვის, სუმის, ხერსონის, მიკოლაევისა და ჟიტომირის ოლქებშია.
„ეს მაჩვენებლები საბოლოო არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს შემთხვევის ადგილების დათვალიერების შესაძლებლობა, სადაც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები აქტიურად იბრძვიან და ასევე დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
დაბომბვის შედეგად დაზიანებულია 379 სასწავლო დაწესებულება, რომელთა შორის 59 სრულად არის განადგურებული.