„რუსეთი ავლენს იმის ნიშნებს, რომ იგი მზად არის უკრაინასთან არსებითი მოლაპარაკებები გამართოს მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამჟამად მზად არის მიწასთან გაასწოროს მისი მეზობელი“ - განცახდება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.
ვენდი შერმანმა ფოქს ნიუსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკა რუსეთის პრეზიდენტზე უზარმაზარ ზეწოლას ახდენს, რათა აიძულოს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა და ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობა მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად.