ესტონეთის ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემას დროებით წყვეტს. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევა-მარია ლიიმეტსმა განაცხადა.
"ესტონეთი აღარ გასცემს ახალ C და D კატეგორიის (ტურისტული) ვიზებს რუსეთის მოქალაქეებზე. აკრძალვა გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი გააგრძელებს ომს უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ამ რეგიონში შემაკავებელი ზომები იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე აქამდე, რადგან ევროპაში არსებული ვითარება მკვეთრადაა შეცვლილი"- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.