უკრაინის პირველი ლედის მიმართვა მსოფლიო მედიას

09 მარტი 2022, 14:32 1614 ნახვა

უკრაინის პირველი ლედი ფეისბუქით ღია წერილს აქვეყნებს, ამბობს, რომ ამ წერილით სურს მთელი მსოფლიოს მედიასაშუალებებს ერთდროულად უპასუხოს, რომლებიც მასთან ინტერვიუს ჩაწერას ითხოვენ,  მოუწოდებს მათ არ გაჩუმდნენ და უკრაინაში ომის შესახებ ღიად ისაუბრონ.

ოლენა ზელენსკა ომში მყოფი უკრაინის ყოველდღიურობას აღწერს, იმ ბავშვებს ასახელებს, რომლებიც რუსულმა ბომბებმა იმსხვერპლა.

წერს, რომ  ოჯახები  ბუნკერებსა და სარდაფებში ცხოვრობენ და თავშესაფრებიდან გამოსვლას  რამდენიმე დღე ვერ ახერხებენ.  წერს, რომ თუ  არ გააჩერებენ პუტინს, რომელიც ბირთვული ომით იმუქრება, მაშინ მსოფლიოში უსაფრთხო ადგილი აღარ დარჩება.

უკრაინის პირველი ლედი დასავლეთს  უკრაინის ცის დახურვისკენ მოუწოდებს.  დახურეთ ცა! მოიხსენით თქვენი თეთრი ხელთათმანები, მაინც ვერ შეინარჩუნებთ ნეიტრალობას, რადგან შემდეგში პუტინი შესაძლოა, თქვენთან მოვიდეს. დახურეთ ცა, მიწაზე ჩვენ თავად გავუმკლავდებით“, – წერს ოლენა ზელენსკა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი