შეწყვეტილია კავშირი ჩერნობილის უსაფრთხოების კონტროლის სისტემებთან - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო

09 მარტი 2022, 14:02 1064 ნახვა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ვითარება გართულებულია.

სააგენტოს დირექტორის განმარტებით, შეწყვეტილია კავშირი ჩერნობილის უსაფრთხოების კონტროლის სისტემებთან, საიდანაც სააგენტო მონაცემებს დისტანციურად იღებდა.

ატომურ ელექტროსადგურზე ისევ ის ცვლა მუშაობს, რომელიც ქალაქში რუსეთის ჯარის შესვლის დროს იმყოფებოდა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ტექნიკური და უსაფრთხოების თანამშრომლების მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და მათ არ აქვთ წვდომა საკვებზე, წყალსა და აუცილებელ მედიკამენტებზე.

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმაც. მან აღნიშნა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ელექტროსადგურის მონიტორინგის სისტემებთან კავშირი დაკარგა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი