სუმში ჰუმანიტარული დერეფანი დღესაც იმოქმედებს

09 მარტი 2022, 10:20 1073 ნახვა

უკრაინის სუმის ოლქის გუბერნატორი დიმიტრი ჟივიცკი აცხადებს, რომ სამშაბათს გახსნილი ჰუმანიტარული დერეფანი დღესაც იმოქმედებს.

მისივე ცნობით, სუმი-პოლტავას საევაკუაციო ჰუმანიტარული დერეფანი ადგილობრივი დროით, დილის 09:00-დან 21:00 საათამდე იმუშავებს. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სუმიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ორივე ეტაპი წარმატებით დასრულდა, დაახლოებით 5 000 ადამიანი უკვე უსაფრთხო ადგილას იმყოფება.

რუსულმა ძალებმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სუმის წინააღმდეგ მძიმე თავდასხმები განახორციელეს. ორი დღის წინ  ავიაიერიშის შედეგად ქალაქში 21 ადამიანი დაიღუპა. სამშაბათს კი, ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის შემდეგ, სუმიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. ევაკუირებულებს შორის უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. ისინი პოლტავაში გადაიყვანეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი