დონეცკის რეგიონში ოკუპანტებმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს - არის მსხვერპლი

08 მარტი 2022, 13:43 1104 ნახვა

დონეცკის რეგიონში, რუსმა სამხედროებმა ცეცხლი მშვიდობიან მოსახლეობას კვლავ გაუხსნეს, მოკლულია ერთი და დაშავებულია 9 ადამიანი. ინფორმაციას უკრაინის ნაციონალური პოლიცია ავრცელებს.

მათივე განმარტებით, დაჭრილებს შორის ბავშვებიცაა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.

"ძვირფასო მოქალაქეებო, დაიცავით კომენდანტის საათი, ნუ ივლით შეუმოწმებელი მარშრუტებით - მტერი ესვრის სამოქალაქო პირების მანქანებს. ფრთხილად იყავით, ოკუპირებულ დასახლებებში რუსი ჯარისკაცები სამოქალაქო პირებს ძარცვავენ. არ შეეხოთ აუფეთქებელ მასალებს და გამოიძახეთ პოლიცია. ოკუპანტები მასობრივად ავრცელებენ დეზინფორმაციას, ამიტომ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს ენდეთ“, - აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი