ზელენსკი NATO-სა და რუსეთს შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს - სერგეი ლავროვი

05 მარტი 2022, 19:19 1645 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-სა და რუსეთს შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ლავროვის აზრით, თუკი ზელენსკი ამდენად იმედგაცრუებულია, რომ მას ნატო გვერდით არ დაუდგა ისე როგორც იმედოვნებდა, ეს ნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ნატო-ზეა დამოკიდებული - მოაგვაროს სიტუაცია.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შესაძლო ახალ რაუნდზე საუბრისას განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის "მილიტარისტული სიგიჟე" აჩვენებს, რომ მას მოლაპარაკებები არ სჭირდება, რაზეც ლავროვი იმედოვნებს, რომ - ეს შეიცვლება.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ,  არასაფრენი ზონის გამოუცხადებლობის გამო, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მწვავედ გააკრიტიკა.

მან განაცხადა, რომ  ალიანსის ხელმძღვანელობამ მწვანე შუქი აუნთო უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვას, როდესაც უარი თქვა უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის შექმნაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი