უკრაინის მოქალაქეები ქვეყანას კვლავ ინტენსიურად ტოვებენ. უკრაინულ მედიაში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რა ვითარებაა ადამიანებით სავსე მატარებელში, რომელიც მოქალაქეების ევაკუაციას ხარკოვიდან ლვოვის მიმართულებით ახორციელებს.
მგზავრებს, იმისათვის, რომ დროულად დატოვონ ტერიტორია, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფეხზე დგომა უწევთ. როგორც გაეროს გუშინდელი მონაცემებით ხდება ცნობილი, უკრაინა უკვე დატოვა მილიონ 200 ათასმა მოქალაქემ.