ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის სამთავრობო ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს

03 მარტი 2022, 16:31 818 ნახვა

ხერსონის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ოკუპანტებმა ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს, თუმცა რეგიონალური ოპერატიული შტაბი აგრძელებს მუშაობას. ინფორმაცია ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, გენადი ლაგუტამ გაავრცელა. 

"რასისტებმა მთლიანად დაიკავეს ხერსონის სამხარეო ადმინისტრაციის შენობა. თუმცა, ჩვენ უარი არ გვითქვამს საკუთარი მოვალეობების შესრულებაზე. რეგიონული ოპერატიული შტაბი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, აგრძელებს მუშაობას და გადაწყვეტს აქტუალურ საკითხებს რეგიონის მცხოვრებთა დასახმარებლად. ველოდებით ჰუმანიტარულ დახმარებას. გთხოვთ, არ დაუჯეროთ ყალბ ინფორმაციას. ჩვენ ვმუშაობთ ოპერატიული შტაბის დებულების შესაბამისად", - წერს ადმინისტრაციის თავმჯდომარე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი