საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას დაუბრუნდნენ შარლ მიშელის დოკუმენტს და დაიწყონ იმ რეფორმებზე მუშაობა, რომელიც ამ შეთანხმებითაა გაწერილი.
მესამე სექტორში აცხადებენ,რომ სწორედ ამ რეფორმების შემუშავების პროცესი გახდის განაცხადს მყარსა და არგუმენტირებულს, იმისთვის, რომ იმსჯელონ სახელმწიფოებმა საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაზე.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ პრეზიდენტს იყოს ამ პროცესში მაქსიმალურად ჩართული და თავად აიღოს პასუხისმგებლობა ამ მიმართულებით.
ასევე მიმართავენ პრემიერს, რომ თავი შეიკავოს და არ მიიღოს ამ პროცესებში მონაწილეობა, იმ რიტორიკის გათვალისწინებით ,რომელიც ჰქონდა ბოლო დროს ირაკლი ღარიბაშვილს.