საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
როგორც პრემიერი წერს, შეხვედრაზე სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების გზები განიხილეს.
„მოხარული ვარ, რომ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შევხვდი. ჩვენ განვიხილეთ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების გზები და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საერთო ხედვა მშვიდობიანი, სტაბილური და უფრო მეტად დაკავშირებული სამხრეთ კავკასიის შესახებ“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.