აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო პოლიკლინიკების რებრენდინგს და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებას იწყებს. პროექტისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით 2 მილიონი ლარი გამოიყოფა, დამატებით ერთ მილიონ ლარს კი აფხაზეთის მთავრობა გამოყოფს. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება აფხაზეთის მთავრობაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გაკეთდა.