არარატ მირზოიანს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
საუბარი შეეხო სომხეთის პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება.