სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

15 ნოემბერი 2025, 11:07 149 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1993 წელს დაბადებული თ.ლ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე თ.ლ., მის საკუთრებაში არსებული ავტომობილით, შესაბამისი ნებართვის გარეშე, მასთან კავშირში მყოფი ინსტრუქტორების  - 1988 წელს დაბადებული ლ.კ.-ს და 1989 წელს დაბადებული მ.ე.-ს დახმარებით, რუსთავში, საავტომობილო გზის აკრძალულ მონაკვეთებზე, კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით, სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლებებს ახორციელებდა.

 

ასევე დგინდება, რომ  პატრულ-ინსპექტორების მხრიდან დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, თ.ლ. სამსახურებრივი მდგომარეობისა და ავტორიტეტის გამოყენებით მათ არ აწერინებდა  სამართალდარღვევის ოქმს.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე