,, გერმანიის ელჩი მასხრად იგდებს ქართულ სახელმწიფოს, ქართულ საზოგადოებას, ყველაფერს, რაც დაკავშირებულია დიპლომატიასთან“ -ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოში გერმანიის ელჩის მისვლას აქციაზე. ენმ-ში კი მიაჩნიათ, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს აქვთ უფლება შეუერთდნენ ნებისმიერ დემონტარციას, და რომ ეს აპრობირებული პრაქტიკაა.
აქვე გეტყვით რომ ინფორმაცია და ფოტო , რომ დიპლომატი რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გაავრცელა. მისი თქმით, პიტერ ფიშერმა აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა.