აშშ რუსულ "თავდაცვასთან დაკავშირებულ 22 სუბიექტს" ახალ სანქციებს უწესებს - ენტონი ბლინკენი

02 მარტი 2022, 23:43 1340 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სპეციალურ  სპეციალურ ბრიფინგზე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და  რუსეთის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა აგრესიაში. ასევე აღნიშნა, სანქციები ბელარუსსაც დაუწესდება.

"ჩვენ აუცილებლად ვამხელთ რუსეთს და დარტყმას მივაყენებთ რუსულ ეკონომიკას. მე აღვნიშნე, რომ რუსეთს მოუწევდა პასუხი ეგო ქმედებებზე. აშშ და მისი მოკავშირე 30 ქვეყანა ასრულებს ამ პირობას.

სანქციები დაუწესდება ლუკაშენკოს რეჟიმსაც, ჩვენ შევზღუდავთ ბელარუსის ექსპორტის მიმართულებას და მასაც გავცემთ საკადრის პასუხს.

პუტინი ალბათ ფიქრობს, რომ აშშ და მოკავშირეები ვერ შეასრულებენ დაპირებებს სრულად , რომელიც გავაჟღერეთ, მაგრამ მე ვფიქრობ ამ ეტაპზე ის ხვდება, რომ არასწორი გათვლები ჰქონდა და პირობას ვასრულებთ. ეს არის პუტინის ომი, ეს არაა რუსი ხალხის ომი, დღითი დღე ნათელი ხდება რომ რუსეთის მოსახლეობა ამას ეწინააღმდეგება და ის სამხედროები, რომელიც გაიწვიეს უკრაინაში წარმოდგენა არ ჰქონდათ რატომ მიდიოდნენ.

მინდა გავაჟღერო მესიჯი რუსეთის მოსახლეობისთვის. მნიშვნელოვანია რომ მთელი მსოფლიო გაერთიანდეს და თქვენც უნდა მოითხოვოთ აგრესიის დასრულება. პუტინს სურს თავი ლიდერად წარმოაჩინოს, ლიდერი კი მაშინ იქნება თუ რუს ჯარისკაცებს მისცემს საშუალებას სახლში დაბრუნდნენ. ჩვენ ვტოვებთ კარს ღიას დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის. სამხედრო დეესკალაციის გარეშე ეს ვერ მოხდება, შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, როცა უწყვეტი სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს",- აცხადებს ბლინკენი.

მისივე განმარტებით, აშშ რუსეთის თავდაცვის სექტორს სანქციებს უწესებს.

"ამერიკის შეერთებული შტატები და მისი 30 მოკავშირე ქვეყანა ასრულებს ამ მოთხოვნას ექსპორტზე შეზღუდვები დაწესდა, დავაწესეთ მრავალი სანქცია. ევროკავშირმა რუსული ბანკები ჩახსნა სვიფტის პლატფორმიდან, ჩვენ შევუწყვიტეთ დაფინანსება რუსეთს, სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის ამ ეტაპზე გაზპრომი ძალიან შეზღუდულად ოპერირებს. ჩვენ კონკრეტულ პირებს დავუწესეთ სანქციები - მათ შორის პუტინს და რუსულ ელიტას და ჩვენ მოკავშირეები და პარტნიორები ვაგრძელებთ, ამ მიმართულებით მუშაობას.

ჩვენ უნდა მოვახდინოთ იდენტიფიცირება, ოლიგარქების და სხვა კომპანიების, რომლებიც მოღვაწეობენ ვლადიმერ პუტინთან. ჩვენ რუსეთის თავდაცვის სექტორზე ვაწერსებთ დამატებით სანქციებს, კომპანიები, რომლებიც ამზადებენ, საბრძოლო მასალებს, მათ შეეზღუდებათ წარმოება. საერთო ჯამში სანქციები დაუწესდება რუსეთის თავდაცვის სექტორთან მყოფ, 22 რუსულ ორგანიზაციას, მათ შორის ფირმებს, რომლებიც რუსეთისთვის სამხედრო თვითმფრინავებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, რაკეტებსა და ელექტრონულ საბრძოლო სისტემას ამზადებენ. სწორედ იმ სისტემებს, რომლებიც ამჟამად გამოიყენება უკრაინელ ხალხზე თავდასხმისთვის, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის და საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის შელახვისთვის"- აცხადებს ბლინკენი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი