მიიღებს თუ არა უკრაინა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს

01 მარტი 2022, 20:42 1088 ნახვა

ევროპაში ომი დაბრუნდა - ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი. ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის მხარდასაჭერად სრული მზაობა გამოთქვა. რაც შეეხება კრემლს, მისი ქმედებები აზიანებს რუსეთის გრძელვადიან ინტერესებს, უფრო მეტ რუს ადამიანს ესმის ეს, ისინი იბრძვიან თავისუფლებისა და მშვიდობისთვის. რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის ფონზე, უკრაინა ევროკავშირს უფრო და უფრო უახლოვდება. ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე მოაწერა განაცხადს ხელი უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე - მიიღებს თუ არა ომში მყოფი უკრიანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ეს მალე უნდა გამოცხადდე, სწორედ ამ საკითხზე მსჯელობდნენ დღეს ევრიპალრამენტარები. ევროპის კონტინენტზე სტაბილური მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის დეპუტინიზაციის შემთხვევაში - ასეთია განცხადებები დასავლეთიდან.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი