ხარკოვში საცხოვრებელი სახლის დაბომბვის შედეგად, ნანგრევებიდან 8 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

01 მარტი 2022, 19:48 1206 ნახვა

ხარკოვში ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებიდან, რომელიც რუსმა სამხედროებმა დაბომბეს, რვა ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ექვსი ადამიანი კი  დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

"ადგილობრივი დროით, 16:00 საათისთვის ხუთსართულიანი საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა. 38 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა“, - წერია ინფორმაციაში.

 

შემთხვევის ადგილას მაშველები ამ დრომდე მუშაობენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი