მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს მისი ქმედებებისთვის - იენს სტოლტენბერგი

25 თებერვალი 2022, 22:20 1180 ნახვა

მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ეს უაზრო ომი. დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შეტევა, გამოიყვანოს ყველა ძალა უკრაინიდან და დაუბრუნდეს დიპლომატიის, დიალოგის გზას - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

"უკრაინის მოქალაქეები იბრძვიან თავისუფლებისთვის არაპროვოცირებული რუსული აგრესიის დროს. არის მსხვერპლი, განადგურება. ჩვენი ფიქრები გახლავთ მათთან, ვინც დაიღუპა, დაზარალდა და დევნილობაში წავიდა. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ეს უაზრო ომი. დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შეტევა, გამოიყვანოს ყველა ძალა უკრაინიდან, დაუბრუნდეს დიპლომატიის, დიალოგის გზას და გვერდზე გადგეს აგრესიული ქმედებებისგან.

კრემლის ამოცანები უკრაინით არ იზღუდება. რუსეთმა მოითხოვა იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულება, რათა შეეფერხებინა ნატო-ს შემდგომი გაფართოება. ჩვენ ახალ რეალობას ვაწყდებით ევროპის უსაფრთხოებაში, სადაც რუსეთი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროპულ წესრიგს და იყენებს ძალებს, რათა საკუთარი მიზნები დააკმაყოფილოს. მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს მისი ქმედებებისთვის.

რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის გადაწყვეტილება, გააგრძელოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, გახლავთ საშინელი სტრატეგიული შეცდომა, რომლისთვისაც რუსეთი უმკაცრეს ფასს გადაიხდის მომავალ წლებში. ნატო-ს მოკავშირეებმა და ევროკავშირმა უკვე შემოიღეს სერიოზული სანქციები და მსოფლიო მასშტაბით, ბევრი პარტნიორი  შემოგვიერთდა. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, მეტი გავაკეთოთ იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ნიშნავდეს, ჩვენ უნდა გადავიხადოთ ფასი, რადგან ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება, დავრჩეთ ასეთ მდგომარეობაში.

ამავე დროს, რუსეთის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ კრემლის ომი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთს უფრო დაცულს არ გახდის, არ გახდის უფრო პატივსაცემს მსოფლიოში. იგი არ მიიყვანს თქვენს შვილებს უკეთესს მომავლამდე.

ლიდერებმა დღეს ნათლად განაცხადეს, რომ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი