უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

25 თებერვალი 2022, 14:46 1063 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის დაბომბვის შემდეგ მოსახლეობას მიმართა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ტყუილია რუსეთის განცხადება, რომ მათი სამიზნე არ არის სამოქალაქო ობიექტები. მისი თქმით, რუსეთს ადრე თუ გვიან მოუწევს უკრაინასთან საუბარი იმაზე, როგორც უნდა დასრულდეს საომარი მოქმედებები.

ვიდეომიმართვის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა რუს ხალხს რუსულ ენაზე მიმართა და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი